8 დეკემბერი 1877 წ. # 41. გვ 3, “ივერია”
ძლივს ეღირსათ კახელებს თავისუფლა ამოსუნთქვა. ლეკები დაამშვიდეს, იმათი ,,იმამიც“ დაიჭირეს. ამ ერთ კვირაში ს. ყვარელში მომიხდა ყოფნა იქ შევიტყე რამოდენიმე ღირს საცნობი ამბები. დაღისტანში ლეკები დაუმშვიდებიათ, და ამ დამშვიდებაში დიდი მონაწილეობა მიუღია მისს იმპერატორებითის უდიდესობის სვიტის ღენერალ მაიორს, განჯის გუბერნატორს თ. ნ. ჭავჭავაძეს. კახეთში ( გაღმამხარეში ) კაპუჭელები და დიდოელებიც ჩამოვიდნენ ბლომად თავის ცოლ-შვილით და ბარგი-ბარხანით, ესენი ამბობენ, თუ გინდა დაგვხოცეთ და თუ გინდა არაო და თოფ- იარაღსაც აბარებენ სოფლის და ,, დროებითის მილიციის“ უფროსებს. მე მითხრეს, რომ გავაზელებმა შესჩივლეს გ. ჯორჯაძეს, რომ ზოგიერთი ლეკები იარაღით დადიანო. ვითომც გ. ჯორჯაძეს მოეხდინოს განკარგულება, რომლის ძალითაც ქართველებს- კახეთის ხალხს უფლება აქვს, რომ იარაღი ჩამოართვან ყველა ლეკს, და თუ გაუძალიანდებიან- დახოცონ. დაღისტანში, როგორცა ვსთქვი, ,,იმამი“ და მასთანავე 250 მოთავე აჯანყებისა და 46 ნაიბი ,,იმამისაგან“ დაყენებული დაუჭერიათ. იმამს თურმე ჰკითხეს: რათ ააჯანყე ხალხიო? მან მიუგო თურმე ,,ღვთის ნება იყოვო!“ ლეკებს ვითომ წმინდა კაცათ მიაჩნდათ იმამი და ყველა დაჯერებული იყო რომ მათი ახალი (წინად შამილი იყო) იმამი სამ დღეს მიდის და მოდის ქიბაშიო (მექაში სადაც ასაფლავია მაჰმადი).
საქონლის ჭირი თითქმის მოისპო სრულებით. მაგრამ საუბედუროდ ყვავილმა გააწყო ხალხი, მომეტებულ ნაწილად ს. საბუეში სადაც ზოგ- ოჯახიდამ ერთი კვირის განმავლობაში სამი და ოთხი მხედარი გამოჰქონდათ. სად არის მშველელი!? ცივიდამ თუმცა თოვლი დაჰყურებს კახეთს, მაგრამ ჯერ კახეთში ვერა ჰბედავს მოსვლას. თუმცა თოვლი არ არის, მაგრამ ზრიელ ცივა. გაღმა სოფლებში კიდევ ჯერ არ გაუთავებიათ ხვნა-თესვა, არეულობის გამო დროებით მილიციები კახეთში ჯერ არ მოშლილან, გარდა თიონეთისა, იქ კი დაითხოვეს და დაშალეს. ღვინო ძალიან დაძვირდა, მაგრამ თელაველები მაინც არ იშლიან ღვინის სმას. ნეტავი თელაველებს, რომ ამისთანა ლაფებში დაჰსეირნობენ!…
ქართველი.

რა არის ახალი წარსულში?
◘ ყინვები და შიმშილი ქართლში 1886წ.
◘ გაზეთი °ივერია° სამღვდელობეაზე
◘ პატრიარქის 1983 წლის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე
◘ ВРЕМЯ–ს პროპაგანდისტული გადაცემა 9 აპრილზე
◘ შკოლების გახსნა კახეთში 1877 წ
◘ დასტაქარი მგელიკა ლიქოკელი 1932 წ.