“ვუთხარი – მიმიშვით, მამა ჩემი, სისხლიდან იცლება. მითხრეს – დაეტიე სანამ შუბლი გაგიხვრიტე შენც. რვა საათამდე არ ვიცოდი ვინ მომკვლავდა, თვითმფრინავის გარედან მომხვდებოდა ტყვია თუ შიგნიდან”
შუქჩრდილების გამოყენებაში, მათი მართვისა და თამაშის წყალობით სასურველი ობიექტის, კომპოზიციის უფრო უკეთ წარმოჩენის ხელოვნებაში იმალება ხელოვანის ნამდვილი ოსტატობა.
ნებისმიერ ამბავს, რაგინდ გმირული, შემზარავი, საშინელი, სევდიანი, რომანტიული ან ბანალურად ლამაზიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახლავს თავისი შუქჩრდილები. თავისი მეორე მხარე, რომელიც როგორც წესი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ ხომ მთხობელისგან სწორედ იმას ვიღებთ რასაც ის გვთავაზობს. ნაკლებად ვუღმავდებით მიზეზშედეგობრივ კავშირებს და საერთოდ – ამბავი რომელიც კარგად არის მოთხობილი უფრო მისაღებია ვიდრე ვიღაცის მიერ მოყოლილი, მისი მხრიდან დანახული სინამდვილე. თუმცა ეს სინამდვილე ყველას თავისი აქვს, სულ სხვა კუთხიდან დანახული და სულ სხვა განცდით, ტკივილით გადატანილი.
რამოდენიმე წლის წინ “ჯინსების თაობა”-მ ყველა სახის რეკორდი მოხსნა. მაყურებელი, მკითხველი, მთხრობელი და ამბის მომკითხველი იმდენი ყავდა, მგონი ნებისმიერ ქართულ ბესცელერს შეშურდებოდა.”სველი იასამნის” შემდეგ ასეთი ანშლაგი თეატრს არ ახსოვდა. ბათუმშიც სპექტაკლის გასტროლებმა სათანადო აურზაურით ჩაიარა. არც ბილეთები იშოვებოდა და არც კიბის თავისუფალი საფეხური დასაჯდომად. აღარც წიგნი და არც ადამიანი დარჩა ნანახ-წაკითხულით გამოწვეული განცდა რომ არ გაეზიარებია. თითქმის მთელი ერი თვალცრემლიანი ვყვებოდით ამბავს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავისუფლება სწყუროდათ.
რადიოში მაშინ სიუჟეტებს ვაკეთებდით. ჩემი მეგობარი, ბაჩო გურაბანიძე დაინტერესდა ამ ამბის შემსწრეთა მონათხრობით. ის ავბედითი რეისი ხომ ბათუმისკენ მოფრინავდა, შესაბამისად თვითმფრინავში ბათუმელებიც იმყოფებოდნენ. იმყოფებოდნენ მათთვის სამწუხაროდ. გთავაზობთ წლების წინ ჩაწერილ სიუჟეტს, რომელიც ჩემი დაჟინებული თხოვნით ამოქექა ბაჩომ თავისი არქივიდან და მომაწოდა… ხო, ეს სხვა სიმართლეა …
მთვარის კლუბი