დღესასწაული ჯოჯოობა თბილისში აღდგომის შემდეგ, პირველ სამშაბათს ეწყობოდა. ამ დღეობის არსი შემდეგში მდგომარეობდა: თბილისელი ქალები აიღებდნენ შაქრის რამდენიმე ნატეხს და ქალაქის ძველ უბანში – ავლბარში , უფრო სწორედ მტკვრის ნაპირზე მდებარე ძაღლის უბანში წავიდოდნენ. ზუსტად აქ იმართებოდა ჯოჯოობა. ქალები ლოცულობდნენ და სურვილების შესრულებას სთხოვდნენ ღმერთს. ლოცვის შემდეგ შაქრის ნატეხს უყრიდნენ მტკვრის ნაპირზე ბინადარ ჯოჯობეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რიტუალს მრავალი მლოცველი ასრულებდა, მისი წარმოშობა XIX საუკუნის ქალაქელებს აღარ ახსოვდათ. ეს იყო ძველ თბილისელთა ერთ-ერთი იმ რავალ წეს-ჩვევათაგანი,რომელიც შთამომავლობას შემოენახა, ოღონ რაღაც სახეცვლილებით.
მისი წარმოშობის შესახებ შემორჩენილია გადმოცემა, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ ამ ადგილზე , ძველ ავლაბარში ცხოვრობდა უცხო კაცი , რომელიც სასწაულებს ახდენდა , თუ ვინმეს შეეხებოდა ერთი ხელის მოსმით ჭორფლს აქრობდაო. მაგრამ რა კავშირიში იყო ძაღლის უბანის ჯოჯო იმ სასწაულმოქმედ კაცთან, აღარავის ახსოვდა.
მეორე გადმოცემით ავლაბრის ამ ნაწილში მკტვრის პირას, ერთ-ერთ ქვებულს თავს აფარებდა ვინმე დოდო, შემდგომში ცნობილი მეუდაბნოე. საფიქრებელია, რომ დოდოს პატივსაცემად გაჩენილი იყო ეს დღესასწაული. ადვილი შესაძლებელია წმინდა დოდოს ამბავი დავიწყებას მისცემოდა, დოდოობა გაუგებარი გამხდარიყო , მაგრამ შეცვლილიყო უფრო გაუგებარი სიტყვით ჯოჯოობა.
რა არის ახალი წარსულში?
◘ მადათოვის კუნძული
◘ ბზობა-ბაიაობის ტრადიციები საქართველოში
◘ გეგუთის სასახლის ისტორია
◘ კრონბორგი — ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე
◘ ისტორიები 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე