ბარათაშვილის აღმართზე გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (იგივე ციციანოვს) ეკუთვნის, რომელაც კლდის ფერდობზე გზა საკუთარი ხარჯებით გაიყვანა. გზის გაჭრა 1845 წლის დასაწყისში დამთავრდა. იმჟამინდელმა ქალაქის თვითმმართველობამ მისი სახელის უკვდავსაყოფად გაჭრილ გზას „ციციანოვის აღმართი” უწოდა. მას შემდეგ რაც „მუხრანის ხიდი” დაანგრიეს, ახალაშენებულ ხიდს ბარათაშვილის ხიდი ეწოდა.
ფარსადან ციციშვილის ინიციატივით რიყეზე აშენდა საცხოვრებელი სახლიც, ასევე მან საკუთარი სახსრებით შეაკეთა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ვახტანგ |-ის ასულის ელენეს მიერ აშენებული და 1795 წელს აღამაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული იყო.
↧
ციციანოვის აღმართი –ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩა
↧