დასავლეთ საქართველოში წითელ პარასკევს მიწის დამუშავება არ შეიძლებოდა. ამ დღეს წითელ კვერცხს შეღებავდნენ.
ქართლში წითელ პარასკევს საფლავზე გაჰქონდათ კოლიო და სხვა საჭმელი. ახალი მკვდრის ჭიეისუფალ ქალებს არ უნდა გაერეცხათ, არც სახლის ჭვარცლის ჩამორეცხვა არ შეიძლებოდა. კვერცხებს ღებავდნენ ენდროში და ხახვის ფურცელში.
კახეთში აცხობდნენ პასკას და ხარშავდნენ ჭარხალსა და ჭინჭარს. ჭარხალს არიგებდნე მეზობლებში. ამ დღეს არ შეიძლებოდა ღვინის დალევა და არც ნემსის ხმარება. ხოლო დაწყებულ საქმეს აღდგომის შაბათსაც აღარ აკეთებდნენ. დიდ შაბათს ღამე ეკლესიაში მიდიოდნენ.
კახეთში იტყოდნენ: შაბათს ქართველები კვერცხს არ გატეხავენო, რადგანაც რჯულის გატეხვას ნიშნავსო. სამაგიეროდ ამ დღეს ღორის ქონისთვის კბილი უნდა დაედგათ.
რა არის ახალი წარსულში?
◘ აღდგომის ტრადიცია – ჯოჯოობა
◘ მადათოვის კუნძული
◘ ბზობა-ბაიაობის ტრადიციები საქართველოში
◘ გეგუთის სასახლის ისტორია
◘ დიდი ხუთშაბათის მივიწყებული ტრადიციები ფშავსა და კახეთში