მთიულეთში დიდ შაბათის შუადღემდეგ მიცვალებულთა პატივსაცემად ოჯახში მარხულობდნენ და იტყოდნენ
აღდგომისა შაბათსაო,
მკვდარნი წავლენ ტაბლასაო.
ჩვენი ვინმე გახეთქილა
დავეზიდნეთ კალთასაო.
ხევში გავრცელებული იყო მცირედით განსხვავებული ვერსია:
აღდგომისა შაბათსაო,
მკვდარნი ჩავლენ თაბახსაო.
ვინც იმას არ იმხარხვებს,
გაუსქდება დედასაო.
ხევში ერთად არეულ მოხარშულ ლობიოსა და ხორბალზე მიცვალებულებს შენდობას ეტყოდნენ. თუ დიდ უქმეებში ვერ შეძლებდნენ ამ შაბათს მაინც გამოიტანდა ყველა ოჯახი ხეს, რომელსაც 2 ხარი თუ მოერეოდა. ეს ხე ღამისთევისთვის იყო განკუთვნილი.
გუდამაყარში ამ დღეს კორკოტს აკეთებდნენ. ზოგმა ორშაბათისთვის ლავაშის გამოცხობა იცოდა.
თუშეთში ბავშვებმა მარხვის გოდრის დაგორება ანუ მარხვის ჩატკეცა იცოდნენ. ბავშვები მონახავდნენ ძველ გოდორს, პირუტყვის ბაგიდან ამოყრილი ჩალა-თივით გაავსებდნენ, წაუკიდებდნენ ცეცხლს და დააგორებდნენ, თან მისდევდნენ და ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ ქვას ესროდნენ.
ასე იცოდნენ ხევსურეთშიც, ამ დღეს მარიამ წმინდაობას ეძახსნენ.
{ფოტო ნინო რევაზიშვილი}
რა არის ახალი წარსულში?
◘ აღდგომის ტრადიცია – ჯოჯოობა
◘ მადათოვის კუნძული
◘ ბზობა-ბაიაობის ტრადიციები საქართველოში
◘ წითელი პარასკევის მივიწყებული ტრადიციები ქართლში
◘ დიდი ხუთშაბათის მივიწყებული ტრადიციები ფშავსა და კახეთში