Quantcast
Channel: წარსული ახლიდან –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 99

აღდგომის მივიწყებული ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში

$
0
0

აღდგომას კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულების პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე, კვერცხებს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. მიცვალებულს უჭრიდნენ ზურგიელს, იმ ქვეყნად წყლის დალევინების ნება რომ მიეცათ. აღდგომის უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ და არიგებდნენ. ნათლიას კვერცხებსა და კელაპტრებს უგზავნიდნენ.

მთაში იმართებოდა ხატობა, ზოგან საწულე მიყავდათ, სამართლებრივი ხასიათის წესებიც სრულდებოდა. მაგალითად: სამანის ჩასმა, ჭკდის ამოგდება, დახარისხება.

ხევში ბავშვები ჩამოკიდებულ მარხვის ბურთს ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოკრავდნენ, ჯოხს ურტყავდნენ და იზახდნენ: მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველ-ერბო მე დამრჩაო.

აღდგომასთან დაკავშირებით მთელ საქართველოში იყო გავრცელებული ერთი თქმულება. თურმე აღდგომა დღეს ებრაელები ისხდნენ და მამალს ხარშავდნენ. . ვიღაცას მათთვის ამბავი მიუტანია – ქრისტე აღგაო. რაჭული ვერსიის თანახმად თავად მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ გაუგზავნა ბავშვი ამბის მახარებლად. ებრაელებს გაუცინიათ და უთქვამთ: ქრისტე ისე აღდგებოდაო როგორც ეს მოხარშული მამალი გაცოცხლდებაო, კეცებში ჩაკრული პური ჯეჯილად გადიქცევაო. ამ სიტყების თქმა და მამლის ადუღებულ წყლიდან ამოხტომა და პური ჯეჯილად გადაქცევა ერთი ყოფილა. წყლიდან ამომხტარ მამალს ფრთები შეუბერტყია, მაგრად დაუყივლია, გაფრენილა და ებრაელები სახტად დაუტოვებია.

რა არის ახალი წარსულში?
დიდი შაბათის მივიწყებული ტრადიციები თუშეთში და გუდამაყარში
აღდგომის ტრადიცია – ჯოჯოობა
მადათოვის კუნძული
აღდგომის მივიწყებული ტრადიციები დასავლეთ საქართველოში
წითელი პარასკევის მივიწყებული ტრადიციები ქართლში
დიდი ხუთშაბათის მივიწყებული ტრადიციები ფშავსა და კახეთში


Viewing all articles
Browse latest Browse all 99

Trending Articles