Quantcast
Channel: წარსული ახლიდან –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 99

ჟაკ დე ვიტრი შუა საუკუნეების ქართველებზე

$
0
0

(1210-იანი წლები )

“აღმოსავლეთში არის აგრეთვე კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, ძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. [ამ ერს] ჰყავს ურიცხვი მეომარი, [ეს ერი] შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული.

ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან [ისინი] განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოალში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. [ქართველები] საღვთო წერილს წერილს ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლეოებებსაც ბერძნული წესით (იგულისხმება მართლმადიდებლობა – კოლხი) ასრულებენ. მათ სამღვდელოებას მრგვალი ტონზურები აქვს, ხოლო საერო პირებს – ოთხკუთხედი.

უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველ წარჩინებულ ქალებს ამორძალთა მსგავსად ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული. ქართველები მეტად აღშფოდნენ და დაემუქრნენ დამასკოს მმართველ კორადინს, რომელმაც არად ჩააგდო მათი სურვილი და იერუსალიმის კედლები დაანგრია იმ დროს, როდესაც ლათინებს დამიეტასთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. [ქართველებს] თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ.”

რა არის ახალი წარსულში?

ეროვნება – ოდესელი….. 1990წ. ხელნაწერი
ჟაკ დე ვიტრი შუა საუკუნეების ქართველებზე
1936 წ. ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას
რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნები
პირველი სექს-შოფი თბილისში {2001 წ}
1918 წელს გამოცემული სამთავრობო დადგენილება
თეთრმა დათვმა მკვლევარები ალპინისტებად აქცია
გაზეთი “კომუნისტი” 8 მაისს ბრძანება 1945 წლი
8 მარტი საბჭოურად 1986წ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 99

Trending Articles