Quantcast
Channel: წარსული ახლიდან –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 99

ელბაქიძე –ისტორიულად და ახლა

$
0
0

ელბაქიძის  დაღმართს ოფიციალურად მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი ეწოდება, მაგრამ ახლაც  უმეტესწილად  საბჭოურად – ელბაქიძის დაღმართად მოიხსენიებენ.

ელბაქიძე არკადი ყარამანის ძე  იყო  ტერორისტი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში და ჩრდილო კავკასიაში, კომპარტიის წევრი 1905 წლიდან. მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში. ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. არკადი ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში,  როდესაც პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას გატაცებული იქნა 250 000 მანეთის ოდენობის თანხა. 1912 წელს დააპატიმრეს ქ. ნოვოჩერკასკში, მიესაჯა მუდმივი კატორღა .
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არკადი ელბაქიძე გათავისუფლდა საბყრობილედან და დაუბრუნდა აქტიურ ტერორისტულ საქმიანობას.
1918 წელს მონაწილეობდა რაჭა–ლეჩხუმის გლეხობის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი უერთდება ს. გეგეჭკორის რაზმს და მიდის ჩრდილო კავკასიაში. ამ რაზმთან ერთად მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1918 წელს დაპაიტმრებული იქნა საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების მიერ და გასახლებულ იქნა ჩრდილო კავკასიაში. მუშაობდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საკანგებო კომისიაში ჩეკაში.

1919 წლის შემოდგომაზე ა. ელბაქიძე არალეგალურად ბრუნდება თბილისში. 1919 წლის 13 სექტემბერს თბილისში ვერის დაღმართზე არკადი ელბაქიძის მიერ მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი. ტერორისტულ აქტში არკადი ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ვასილ (ვასიკო) წივწივაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, დანდუროვი და სხვ. ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა თვით არკადი ელბაქიძეც.

1928 წელს, სიკვდილის შემდეგ არკადი ელბაქიძე დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. ვერის დაღმართს. მის პატივსაცემად ელბაქიძის დაღმართი უწოდეს.

2015 წლის თებერვალში. ჯავახიშვილის აღმართი ჩაინგრა. დასკვნის თანახმად ავარიის გამომწვევი რამდენი მიზეზია, მათ შორის ფერდოს მასივი დამძიმდა ტექნოგენური და გრუნტის წყლებით, რომლებიც წარმოიქმნებოდნენ საინჟინრო წყალშემცველი ქსელების პერიოდული დაზიანების კვალობაზე და ხვდებოდნენ საყრდენი კედლის ზონაში.

მერიის გადაწყვეტილებით,მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტის საფარი დააგეს. რეალურად, ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს. ჯავახიშვილის ისტორიული ქუჩაა და მისი მთელი ხიბლი ქვაფენილში იყო, ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ძველი ფოტოს მეშვეობით.

elbakidizs kucha

elbakidzejavakishvili
elbakidisagmarti


Viewing all articles
Browse latest Browse all 99

Trending Articles